უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული "სუ-25" ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ღამის მონაცემებით, 22 მაისს უკრაინის თავდაცვის ძალებმა პოკროვსკის მიმართულებით რუსული თვითმფრინავი "სუ-25" ჩამოაგდეს.

"პოკროვსკის მიმართულებით თავდასხმების რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. კერძოდ, მტერი ცდილობს შეაღწიოს ჩვენს საბრძოლო ფორმირებებში თავდასხმის ჯგუფებითა და აღჭურვილობით. ვითარება კვლავ დაძაბულია - გრძელდება სამხედრო შეტაკება ცხრა მიმართულებაზე. არსებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსული თავდასხმის თვითმფრინავი Су-25", - ამბობს უწყება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი