"ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირებასა და რუსულ კანონზე აშშ-ის სენატშიც იმსჯელებენ | Politico-ს მორიგი სტატია

გამოქვეყნდა:

წამყვან ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არიან პასუხისმგებლები, შესაძლოა, ახალი ორპარტიული კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც ორი ამერიკელი სენატორი წარადგენს, სანქციები დაემუქროთ. ამის შესახებ POLITICO მორიგ სტატიაში წერს - გავლენიანი გამოცემა წერს, რომ მათ ნანახი აქვთ დოკუმენტი, რომელიც დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა შეიმუშავეს და "ქართველი ხალხის აქტი" ჰქვია და რომელსაც, სავარაუდოდ, ხუთშაბათს წარადგენენ.

გამოცემა წერს, რომ ეს ყველაფერი მას შემდეგ ხდება, რაც საქართველოს პარლამენტი ემზადება რუსული სტილის "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონის საბოლოო კენჭისყრისთვის, რაზეც ევროკავშირმა გააფრთხილა, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებით შესაძლოა პრობლემები შეიქმნას. 

Politico წერს, რომ აღნიშნული კანონპროექტი დააწესებს მოგზაურობის აკრძალვას და სხვა სანქციებს იმ ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალი ედებათ "საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ხელის შეშლაში" და შეინიშნებიან "კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინსვლისა და მისი მიღების ხელშეწყობაში".ის ასევე მოითხოვს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული დიალოგის სამუდამოდ შეჩერებას, რომლის ფარგლებში ორი ქვეყანა ერთად მუშაობენ უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებზე.

გამოცემის ცნობითვე, ორპარტიული კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და სხვა ოფიციალური პირების დასანქცირებისკენ, არამედ ასევე ითვალისწინებს მინიმუმ 50 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას „საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდასაჭერად“, ასევე ქვეყანაში „უცხოური მავნე გავლენების“ გამოძიებას.

ორშაბათს POLITICO იტყობინებოდა, რომ აშშ-ის კონგრესი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც სანქციებს დაუწესებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებს, თუ ისინი კანონს მიიღებენ, ხოლო ვიზალიბერალიზაციას, სავაჭრო გარიგებებს და სამხედრო მხარდაჭერას შესთავაზებენ, თუ ისინი დემოკრატიულ გზას დაუბრუნდებიან. „ქართულმა ოცნებამ“ პაკეტს „შანტაჟი“ უწოდა და მოუწოდა აშშ-ს, ეს სტიმულები წინაპირობების გარეშე გასცეს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი