პარალელები "შარლი ებდოს" ტერაქტთან - მეუფე იაკობის მორიგი მუქარა ქართულ მედიას

გამოქვეყნდა:

მუქარა ამბიონიდან - ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგება ჟურნალისტებს მიუძღვნა და ისინი ეკლესიასთან ბრძოლასა და სიცრუის ტირაჟირებაშიც დაადანაშაულა. სასულიერო პირმა რელიგიაზე შეტევის მაგალითად საფრანგეთში , "შარლი ებდოს" ტერაქტი მოიყვანა. "ჩვენ ხომ ასეთები არ ვართ, რადგან მასეთები არ ვართ და  მოწყალებას ვიჩენთ  ამ ჩვენი მაგინებლების მიმართ. მტრები არიან ჩვეულებრივი".

საპატრიარქოს პოზიცია მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით ამ დრომდე უცნობია. პრესსამსახურს, მამა ანდრია ჯაღმაიძეს "მთავარ არხთან" კომენტარი ამ არ გაუკეთებია.

მეუფე იაკობის მუქარას თეოლოგები ეხმაუებიან და ამბობენ, რომ საპატრიარქო მსგავს რიტორიკას აუცილებლად უნდა გამოეხმაუროს. 

თეოლოგის კომპეტენციას და კვალიფიკაციას სცილდება მასზე მსჯელობა და ვფიქრობ, რომ კანონიერ ქურდებს ხელეწიფებად ობიექტური და პროფესიონალური შეფასება გაუკეთონ მის განცხადებებს ვიდრე ღვთისმეტყველებს. როდესაც მან თქვა, რომ შარლი ებდოსთან პარალელი ეს არის ერთგვარი სიგნალი და გამაფრთხილებელი გზავნილი ქართული საზოგადოებისადმი ეს სხვაა რაფერია თუ არა ირიბი მოწოდება ძალადობაზე, - ამბობს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

თეოლოგი გოჩა ბარნოვი ამბობს, რომ მეუფე იაკობი საპატრიარქოს რუპორია, რომელიც სწორედ საპატრიარქოს დავალებას ასრულებს და მის პოზიციას ახმოვანებს.

იაკობის მუქარაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს თეოლოგი ბასილ კობახიძე. ის ამბობს, რომ ბოდბელი მიტროპოლიტი პირდაპირ იმუქრება და ამით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს:

პირდაპირი მოწოდება ადამიანების, ამ შემთხვევაში ჟურნალისტების სიცოცხლის მოსპობისაკენ და ამ შემთხვევაში ეს მან გაამყარა შარლი ებდოს მაგალითის მოშველიებით. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრას მთავარეპისკოპოს იაკობ იაკბაშვილის წინააღმდეგ, - თქვა თეოლოგმა ბასილ კობახიძემ. 

მეუფე იაკობი მას შემდეგ დაიმუქრა, რაც "შაბათის მთავარის" ანონსი გავიდა, სადაც ერთ-ერთ სიუჟეტში საუბარი იყო მისი ეპარქიის მონასტრის მითვისებულ მიწებზე

ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა მაღალი სასულიერო იერარქიის პირი მედიას ემუქრება.

6 სექტემბერს, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს ქვეყნის მტრები უწოდა.

მანამდე კი, 28 მაისს თქვა, რომ მედიამ ეკლესიაზე შეტევას თავი უნდა დაანებოს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი