"ეს არარეალისტურია, სიმართლეს არ შეესაბამება... ევროკომისრები ასე არ საუბრობენ," - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა "მთავარ არხთან" განაცხადა და კობახიძის მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას გამოეხმაურა.
"ეს არარეალისტურია, იმიტომ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება. მე ვესაუბრე რამდენიმე ადამიანს
ბორელის კაბინეტში. ბორელი კი ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელია, რაც ნიშნავს, რომ მას მკაცრი განრიგი აქვს, მათ შორის სატელეფონო ზარების განრიგი და მე ვიცი, რომ მას არ უსაუბრია კობახიძესთან, ასე რომ ბორელი გამორიცხულია და მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი სხვა ევროკომისარი მსგავს რამეს არ იტყოდა. მე ბევრ ადამიანთან მქონდა კომუნიკაცია და არავისგან მაქვს ამის დამადასტურებელი ან უარმყოფელი განცხადებები, მაგრამ ყველა თვლის, რომ ეს არის გამოგონილი ამბავი. ესეც რომ არა, ევროკომისრები ასე არ საუბრობენ.კობახიძეს შეეძლო ესაუბრა სამ ადამიანთან, ერთი არის ბორელი, რომელიც უკვე გამოვრიცხეთ, მეორე არის ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელსაც ახლა უბრალოდ დრო არ აქვს კობახიძესთან სასაუბროდ, მესამე კი არის ვარჰეი, რომლისგანაც არ მაქვს არანაირი ინფორმაცია ამის თაობაზე. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის ის ენა, რომლითაც ევროკომისრები საუბრობენ", - განაცხადა იოზვიაკმა.