"დასავლეთისგან განსხვავებით, მუქარები და შანტაჟი ჩვენი მეთოდი არაა" | ზახაროვასა და "ოცნების" იდენტური პროპაგანდა რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამა რუსულ კანონზე ვრცლად ისაუბრა - მისი აქცენტები "ოცნებისეული" რიტორიკის იდენტურია. ზახაროვამ შეერთებული შტატები და დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში "ცინიკურად და უცერემონიოდ ჩარევასა" და შანტაჟში დაადანაშაულა. რუსულ კანონს კი სრულიად უსაფრთხო და საჭირო უწოდა.

"სუვერენული ქვეყნების საქმეებში შეერთებული შტატების ცინიკური და უცერემონიო ჩარევის მორიგი შემთხვევა. ეს ხომ დიდწილად საცდელი ნაბიჯია. საქართველო, ქართველი ერი დანებდება ამ შანტაჟს. ისინი აჩვენებენ, რომ მათთან ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ზუსტად იგივე ხდებოდა უკრაინასთან. შეერთებული შტატების განცხადებებს შეხედეთ. თუ თბილისი ვაშინგტონის მხრიდან ამ ზეწოლებსა და გავლენებს არ ნებდება, მაშინვე საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა დააბრალეს. მაშინვე თქვეს, რომ ამისთვის საქართველო უნდა დასაჯონ. ეს მხოლოდ ერთი კანონია, ღმერთო ჩემო და მხოლოდ იმის შესახებაა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ყველა მიღებული სახსრის დეკლარირება და მათი წარმომავლობის ახსნაა საჭირო, თუ ისინი მიზნად შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ისახავენ. დასავლეთისგან განსხვავებით, მუქარები და შანტაჟი ჩვენი მეთოდი არ არის. კავშირებს ჩვენი ქვეყნების ერების ძირეული ინტერესებიდან გამომდინარე ვაწყობთ," - ამტკიცებს ზახაროვა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი