"კანონპროექტი ასახავს აშშ-სა და ქართველი ხალხის ძლიერ მეგობრობას" | ჰელსინკის კომისია MEGOBARI Act-ის ძირითად დებულებებს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

ჰელსინკის კომისია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილი MEGOBARI Act-ის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს -  მათ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ორპარტიული აქტი წარმომადგენელთა პალატას აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, ასევე კონგრესმენებმა სტივ კოენმა, რიჩარდ ჰადსონმა და მარკ ვეიზიმ წარუდგინეს. ასევე, მისი თანასპონსორები არიან კონგრესმენები: რობერტ ადერჰოლტი, ემანუელ ქლივერი, ჯი, კოსტა და შეილა ჯექსონ ლი. 

ჰელსინკის კომისიის განცხადებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიული პრაქტიკის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის გაძლიერებას და ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და წინააღმდეგობა გაუწიოს ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენას.

"ქართულ ენაზე "megobari" ნიშნავს "მეგობარს." და ეს კანონპროექტი ასახავს შეერთებული შტატებისა და ქართველი ხალხის ძლიერ მეგობრობასა და პარტნიორობას," - განაცხადა უილსონმა.

MEGOBARI Act-ის ძირითადი დებულებებია:

დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა - აქტი განსაზღვრავს აშშ-ს პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. იგი აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისათვის.

მიმართვა დემოკრატიულ უკუსვლას - საქართველოში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, აქტი მოითხოვს საქართველოს მთავრობის ქმედებების, რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმენთან მისი კავშირების გაძლიერებულ შესწავლას.

ანგარიშგება და სანქციები - არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას.

რუსეთის სადაზვერვო აქტივები - საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთის პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.

სანქციები ქართველ პირებზე - იდენტიფიკაცია, სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვის დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში.

დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა - სამუშაო ჯგუფი შექმნილი იქნება საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები.

ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და მხარდაჭერა - საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, აქტი ასახავს აშშ-ს შემდგომ დახმარებას, მათ შორის: მოლაპარაკებები საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე; გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება; ეკონომიკური პაკეტის შემუშავება; უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიის დასაძლევად.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი