საარჩევნო კომისიებს ქართული ოცნება პარტაქტივით აკომპლექტებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საარჩევნო ხმებს სწორედ საჯარო მოხელეები დაითვლიან, რაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და საარჩევნო კოდექსის დარღვევაა.
დღეს ხმაური იყო ისნისა და მთაწმინდის საოლქო კომისიებში, სადაც სხდომის საჯაროობის მიუხედავად, მედია არ დაუშვეს.
მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კი ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წევრების კითხვებს გაექცა.
31 ოქტომბერის არჩევნებისთვის 66 პოლიტიკური პარტიაა დარეგისტრირებული.