გამოცემა "უკრაინსკა პრავდას" წყარომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოდან უთხრა, რომ 26 მაისს, დრონით შეუტიეს რადიოლოკაციურ სადგურ "Воронеж М-ს", რომელიც ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში მდებარეობს.
წყარო, ანონიმურობის დაცვის პირობით ამბობს, რომ დრონმა 1 800 კილომეტრზე მეტი მანძილი დაფარა სანამ სამიზნემდე მიაღწევდა - "რითიც დაამყარა ახალი რეკორდი" ამ ტიპის დრონებისთვის.
მოგვიანებით "რადიო თავისუფლების" პროექტმა - "Схеми" გამოაქვეყნა სატელიტური თანამგზავრით გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ჩანს დრონით თავდასხმის შედეგები. 27 მაისით დათარიღებულ ფოტოზე, ჩანს შავი ლაქები რადიოლოკაციური სადგურის ტერიტორიაზე, რაც ჟურნალისტების ვარაუდით, დრონით დარტყმის შედეგად გამოწვეული ხანძრის კვალია.
გამოცემამ ასევე აღნიშნა, რომ ფოტოს გარჩევადობა არ იძლევა საშუალებას შეაფასოს რუსული სადგურის შესაძლო დაზიანების ხარისხი.
ამ სადგურის დანიშნულებაა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების აღმოჩენა. მისი დიაპაზონი დაახლოებით 6 000 კილომეტრამდეა.