საფრანგეთი უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად ინსტრუქტორებს გაგზავნის

გამოქვეყნდა:

საფრანგეთი უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად ინსტრუქტორებს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარმა მეთაურმა ალექსანდრ სირსკიმ შესაბამის ნებართვებს ხელი უკვე მოაწერა. 
Ukrinform-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც მადლობა გადაუხადა საფრანგეთს და გამოთქვა იმედი, რომ ეს გადაწყვეტილება სხვა პარტნიორებსაც წაახალისებს.

"მე უკვე მოვაწერე ხელი დოკუმენტებს, რომლებიც საშუალებას მისცემს პირველ ფრანგ ინსტრუქტორებს ეწვიონ ჩვენს სასწავლო ცენტრებს და გაეცნონ მათ ინფრასტრუქტურასა და პერსონალს. მე მჯერა, რომ საფრანგეთის გადაწყვეტილება სხვა პარტნიორებს წაახალისებს, შეუერთდნენ ამ ამბიციურ პროექტს"- ამბობს სირსკი.

ცნობისთვის, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთმა უკრაინას არაერთი სახის სამხედრო დახმარება გაუწია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი