"თუ მმართველი პარტია არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ვერ წავა" | დანიის საგარეო

გამოქვეყნდა:

"თუ მმართველი პარტია არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ვერ წავა", - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ X-ზე დაწერა და "ქართული ოცნების" მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა. 

"მიუხედავად პოპულარული ოპოზიციისა და საერთაშორისო მოწოდებისა, საქართველოს მმართველმა პარტიამ დღეს მიიღო კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, რათა გააჩუმოს ოპოზიცია, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. თუ მმართველი პარტია არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ვერ წავა," - წერია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი