"ოცნების" მიერ ვეტოს დაძლევა ნათელი სიგნალია: EU-ში ინტეგრაცია არ არის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი," - ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და "ქართული ოცნების" მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება.
"ქართული ოცნების" მიერ "უცხოელი აგენტების კანონზე" ვეტოს უარყოფა ნათელი სიგნალია: EU-ში ინტეგრაცია არ არის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო შეუერთდება დამოუკიდებელი დემოკრატიების ევროპულ ოჯახს და ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მათი ქვეყნისთვის ევროპული მომავლის სურვილში," - წერია განცხადებაში.