"დააზარალებს საქართველოს ძალისხმევას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე" | ბრიტანეთის საელჩო ვეტოს დაძლევაზე

გამოქვეყნდა:

"დააზარალებს საქართველოს ძალისხმევას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე", - ამის შესახებ ბრიტანეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და "ქართული ოცნების" მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება.

"გაერთიანებული სამეფო უაღრესად შეშფოთებულია გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენის კანონპროექტზე ვეტოს დაძლევით. ჩვენ კვლავ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და დააზარალებს საქართველოს ძალისხმევას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე," - წერია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი