"გადაწყვეტილებას ექნება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე," - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრიომმა X-ზე დაწერა და "ქართული ოცნების" მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა.
"საქართველოში მმართველმა უმრავლესობამ გადაწყვიტა დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და მიიღოს კანონი გარე გავლენის შესახებ დიდი პროტესტის, საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა მოწოდებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გაუქმების მიუხედავად.
ვინაიდან კანონი შეუთავსებელია EU-ის ნორმებთან და ღირებულებებთან, გადაწყვეტილებას ექნება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე," - წერს ბილსტრიომი.
იხილეთ ასევე: