"ეს კანონი დემოკრატიული ღირებულებების საშიში დარღვევაა... სალომე ზურაბიშვილო, გამაგრდი," - ამის სესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ X-ზე დაწერა და "ქართული ოცნების" მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა.
"საქართველო იმსახურებს უკეთესს. დამოუკიდებლობის აღნიშვნიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში, ეს კანონი არის დემოკრატიული ღირებულებების საშიში დარღვევა. ქვეყანას ეს ევროპისგან აშორებს.
ლიეტუვა ყოველთვის მხარს დაუჭერს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოსა და მის ხალხს.
სალომე ზურაბიშვილო, გამაგრდი," - წერს ნაუსედა.
იხილეთ ასევე: