"გადაწყვიტეს, საქართველო ბნელ გზაზე ატარონ, უფრო ღრმად რუსეთის ორბიტაში და დაშორდნენ დასავლეთთან ნათელ მომავალს" | კონგრესმენი მაკკოლი "ოცნებაზე"

გამოქვეყნდა:

"გადაწყვიტეს, საქართველო ბნელ გზაზე ატარონ, უფრო ღრმად რუსეთის ორბიტაში და დაშორდნენ დასავლეთთან ნათელ მომავალს", - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი სოციალურ ქსელში წერს და "ქართული ოცნების" მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება.

"სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო რუსული „აგენტების შესახებ“ მავნე კანონზე. მათ გადაწყვიტეს, საქართველო ბნელ გზაზე ატარონ, უფრო ღრმად რუსეთის ორბიტაში და დაშორდნენ დასავლეთთან ნათელ მომავალს, რომელსაც მათი ხალხი იმსახურებს", - წერს მაკკოლი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი