"სევდიანი დღეა... ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ", - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი სოციალურ ქსელში წერს და "ქართული ოცნების" მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება:
"საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული სტილის "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის მიღება საქართველოსთვის სევდიანი დღეა. თუმცა, ხალხმა გამოხატა, რომ ისინი ივანიშვილს მათი დემოკრატიის განადგურებისა და ევროპული მომავლის წართმევის უფლებას არ მისცემენ. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ", - წერს სენატორი კარდინი.
იხილეთ ასევე: