უკრაინის დაზვერვა ადასტურებს, რომ ყირიმში ორი რუსული სამხედრო კატერი გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ დაადასტურა დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ორი ჩქაროსნული სატრანსპორტო-სადესანტო კატერი გაანადგურეს.

უწყება ამბობს, რომ 30 მაისს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმმა "Group 13", უკრაინული Magura V5-ის ტიპის საზღვაო დრონებით წარმატებით შეუტიეს მტრის შემადგენლობას.

წინასწარი მონაცემებით, დარტყმის შედეგად განადგურდა ორი სამხედრო კატერი - КС-701 "ტუნა".

უკრაინული მხარე ამბობს, რომ რუსეთი აქტიურად იყენებდა ავიაციას და არტილერიას, მაგრამ სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. იხილეთ ვიდეო:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი