მედია: ზელენსკი და ბაიდენი უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელის მოწერას აპირებენ

გამოქვეყნდა:

უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები, დიდი შვიდეულის ლიდერების შეხვედრის ფარგლებში, უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერენ ხელს. მედიის ცნობით, ორმხრივ ხელშეკრულებას ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენის მიერ ხელი მოეწერება გლობალური მშვიდობის სამიტის წინ, რომელიც 15-16 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება. შეთანხმების მიზანი კი უკრაინა-რუსეთის ომის მიმდინარეობისას უკრაინის რუსული ტერორისგან დაცვაა.

ცნობისთვის, ზელენსკის განცხადებით, უკრაინა უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას შვიდ ქვეყანასთან აპირებს და იმედოვნებს, რომ აღნიშნული შეთანხმებები მომდევნო წლების განმავლობაში უკრაინის მხარდაჭერა იქნება, ვიდრე ქვეყანა NATO-ს წევრი გახდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი