CNN: ბაიდენი უკრაინას აძლევს უფლებას, რუსეთის ტერიტორიაზე, ამერიკული იარაღით, ლიმიტირებული დარტყმები განახორციელოს

გამოქვეყნდა:

ბაიდენი უკრაინას აძლევს უფლებას, რუსეთის ტერიტორიაზე, ამერიკული იარაღით, ლიმიტირებული დარტყმები განახორციელოს - ამის შესახებ გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა CNN ორ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს. 

გამოცემის ცნობით, ბაიდენმა ოფიციალურ კიევს მისცა უფლება, განახორციელოს დარტყმები რუსეთის საზღვარს იქით, ხარკოვის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

"პრეზიდენტმა ახლახან უბრძანა თავის გუნდს, უზრუნველყოს, რომ უკრაინამ შეძლოს, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი ხარკოვში კონტრშეტევის მიზნებისთვის, რათა უკრაინამ შეძლოს და უპასუხოს რუსეთის ძალებს, რომლებიც მათ ურტყამენ ან ემზადებიან დარტყმისთვის", - უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი