პარასკევს, 31 მაისს, ღამით, კრასნოდარის ოლქის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ მოიგერიეს "დრონების მასიური თავდასხმა" ნოვოროსიისკისა და თემრიუკის რაიონებში.
გუბერნატორის თქმითვე, თავდასხმის შედეგად თემრიუკის რაიონში, ნავთობის საცავში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სამ ავზს გაუჩნდა, თანამშრომლებს შორის არიან დაშავებულები.
"ხანძარს მიენიჭა სირთულის მაღალი კატეგორია. სამწუხაროდ, ნავთობის საწყობის თანამშრომლებს შორის არიან დაშავებულები, რომლებსაც სამედიცინო დახმარება უტარდებათ. დარჩენილი თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა", - ამბობს გუპერნატორი.