კიევზე სარაკეტო შეტევა იყო | ენერგოკომპანია ДТЕК-ის ცნობით, განადგურდა ტრანსფორმატორი

გამოქვეყნდა:

უკრაინული ენერგეტიკული კომპანია DTEK ავრცელებს ინფორმაციას, რომ კიევის ერთ-ერთ რაიონში, დილით რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად განადგურდა სატრანსფორმატორო ქვესადგური.

"რაკეტის ნამსხვრევებმა დღეს დილით ელექტრო ქსელები დააზიანა და მთლიანად გაანადგურა სატრანსფორმატორო ქვესადგური დედაქალაქის გოლოშეევსკის რაიონში", - წერს DTEK "ტელეგრამის არხზე".

კომპანია წერს, რომ ადგილობრივი დროით 08:10 საათზე მოახერხეს მოსახლეობის უმეტესობისთვის ელექტროენერგიის აღდგენა, თუმცა ელექტროენერგიის გარეშე რჩება ათი კერძო სახლი და ერთი "კომერციული ფართი".

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ დაწერა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ პარასკევს ღამით კიევის მიმართულებით გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოაგდო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი