რუსეთის ტერიტორიაზე შეტევა ნებადართულია. უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში უახლოეს მომავალში შესაძლოა უდიდესი გარდატეხა მოხდეს. საერთაშორისო მედიის ცნობით, თეთრ სახლში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და კიევს მიენიჭა უფლება, გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე.
მსგავსი შინაარსის განცხადებები დღეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და გერმანიაშიც გაკეთდა. თუმცა ევროპულ ქვეყნებს კონკრეტული დათქმები და შეზღუდვები აქვთ. ამის მიუხედავად, სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, უახლოეს მომავალში უკრაინის ფრონტზე მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი.