რუსებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს |დაშავებულებს შორის 8 ბავშვია

გამოქვეყნდა:

რუსეთმა ხარკოვის ოლქში, ბალაქლია დაბომბა, შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 8 ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის პოლიცია ავრცელებს.

"1 ივნისს მტერმა ისკანდერ-K სარაკეტო კომპლექსიდან კერძო სექტორის ტერიტორიაზე მდებარე დასასვენებელ ზონას შეუტია. ცეცხლი კერძო სახლებში გაჩნდა. დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა," - წერია განცხადებაში.

პოლიციის ცნობით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი