გასულ ღამეს, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად უკრაინაში 2 ჰიდროელექტროსადგური დაზიანდა

გამოქვეყნდა:

რუსული ჯარების თავდასხმის შედეგად, გასულ ღამეს უკრაინაში ორი ჰიდროელექტროსადგური და ტექნიკა დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "უკრჰიდროენერგო" ავრცელებს.

"კიდევ ერთი უკიდურესად მძიმე ღამე უკრაინის ენერგეტიკული ინდუსტრიისთვის. მტერმა ცეცხლი გაუხსნა უკრაინის ხუთ რეგიონში არსებულ ენერგეტიკულ ობიექტებს, ასევე ორი ჰიდროელექტროსადგურს. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა სადგურებთან... ჰიდროელექტროსადგურების თანამშრომლები მუშაობენ შედეგების აღმოფხვრაზე.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ განადგურდა "კახოვკას" ჰესი, გაისროლეს 110-ზე მეტი რაკეტა ყველა ჰესის და "უკრჰიდროენერგოჰესის" მიმართულებით," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი