"რაც ამოსაღებია ამოვიღებთ" | ენმ-ის ოფისში საგამოძიებო მოქმედებები თავდასხმიდან თითქმის 12 საათის შემდეგ დაიწყო

გამოქვეყნდა:

ენმ-ის ოფისში სამართალდამცველები მუშაობენ. ადგილზე გამომძიებლები ღამით მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ისინი შემთხვევის ადგილზე მომხდარიდან 12 საათის შემდეგ მივიდნენ:

"ვათვალიერებთ შემთხვევის ადგილს. რაც ამოსაღები და დასაფიქსირებელია, სუყველაფერს ამოვიღებთ, დავაფიქსირებთ, ვიდეოკამერებზე ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ მე არ ვმუშაობ მაგ მიმართულებით. ჯერჯერობით გვჭირდება რამდენიმე საათი რომ მოვრჩეთ უშუალოდ ადგილზე. 

გამოძიება წყება პირველადი მონაცემების საფუძველზე, შემდგომში გამოძიების ფარგლებში რაც დადგინდება, იმის მიხედვით იქნება რეაგირებაც" ამბობს შსს-ს წარმომადგენელი. 

ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისზე ორგანიზებული თავდასხმიდან 12 საათზე მეტი გავიდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კი არცერთი მოძალადე ამ დრომდე არ დაუკავებია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ  გამოძიება 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.  პარტიაში კი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ, რადგან ლიდერების განცხადებით, კადრებშიც კარგად ჩანს, რომ ცენტრალურ შტაბზე ჯგუფური თავდასხმა განხორციელდა,  მოძალადეები ქვებითა და ხის შუბებით იყვნენ შეიარაღებული და ოფისში შეჭრას ცდილობდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი