ზელენსკი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი X-ზე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე უკრიაინის თავდაცვის საჭიროებები, საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება და უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების შემუშავება განიხილეს. 

"მე შევხვდი აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს. IISS Shangri-La Dialogue-ზე ჩვენ განვიხილეთ ძირითადი საკითხები: ჩვენი ქვეყნის თავდაცვის საჭიროებები, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება, F-16 კოალიცია და უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების შემუშავება.

მადლობელი ვარ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მტრის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით თავდაცვითი თავდასხმების შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის, რათა ეფექტურად დავუპირისპირდეთ რუსეთის მცდელობას საბრძოლო ზონის გაფართოების შესახებ.

ჩვენ ვაფასებთ უკრაინის სასიცოცხლო თავდაცვისა და პოლიტიკურ მხარდაჭერას შეერთებული შტატებისგან," - წერს ზელენსკი.

შეხვედრასთან დაკავშირებით X-ზე ლოიდ ოსტინმაც დაწერა: "სინგაპურში, დღეს მე პრეზიდენტ ზელენსკის 
შევხვდი. უსაფრთხოების თვალსაზრისით, უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, აშშ-ის დახმარება განვიხილეთ. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე აშშ-ს ვალდებულება, შეინარჩუნოს ორმოცდაათზე მეტი ქვეყნის კოალიციის ძლიერი მხარდაჭერა, რათა უკრაინას თავისუფლების დაცვაში დაეხმაროს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი