"MEGOBARI ACT საქართველოში რუსეთის გავლენის გავრცელების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია", - ამის შესახებ სენატორი რიჩარდ ჰადსონი საუბრობს. მის განცხადებას ჰელსინკის კომისია ავრცელებს.
ვლადიმირ პუტინი დიქტატორია, რომელსაც ნებისმიერი ხერხის გამოყენებით, საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის დადგება პუტინის მცდელობების წინააღმდეგ, დაამხოს თავისუფლება და დემოკრატია. MEGOBARI ACT საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყანაში რუსეთის გავლენის გავრცელების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - აცხადებს სენატორი.