ხარკოვის ოლქში, ჩუგუივის რაიონის, ზმიევსკაიას თემზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
"შუაღამის შემდეგ ოკუპანტებმა მასიური სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს ზმიევსკაიას თემზე - სულ მცირე, ხუთი", - განაცხადა სინეგუბოვმა.
მანვე აღნიშნა, რომ თავდასხმა მოხდა დასასვენებელი კომპლექსის ტერიტორიაზე, დაზიანდა რეკრეაციული ცენტრის სახლები.