"თავზე დამამხე" თეატრი, მაშინ როცა მე შეიძლება არ ვიზიარებ შენ აზრს, ამ ხაზის დარღვევას ვდარდობ | წულუკიანი მსახიობების პროტესტზე

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს ჰგონია, რომ ის მსახიობები, რომლებიც რუსულ კანონს სცენიდან აპროტესტებენ, შეცდომაში არაიან შეყვანილი. ამის შესახებ მან აჭარის ტელევიზიის ეთერში, გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" ისაუბრა. შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა რომ მსახიობები შეცდომაში არიან შეყვანილი, მინისტრი პასუხობს - "ასე მგონია".

წულუკიანი ამბობს, რომ  "დარდობს" იმ ხაზზე, რომელიც თეატრსა და მაყურებელს შორის, ამ პროტესტის დროს დაირღვა:

"ის ვინც თქვენ ნახეთ, ვინც კულტურის სამინისტროს სისტემაში საქმიანობენ, ანუ ჩვენი მხრიდან იღებენ ხელფასს, ამ ადამიანების მცირე რიცხვმა, სამწუხაროდ დაარღვია ის, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს. ასე არის ოდითგან, რომ ხაზი არსებობს უხილავი, ჯადოსნური, მისტიური, დარბაზსა და სცენას შორის. ეს დაარღვიეს...იმ დარბაზში ყველა არ ზის ერთ აზრზე და ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმისთვის, "თავზე დამამხე" თეატრი, მაშინ როცა მე შეიძლება ვზივარ, ჩუმად ვარ, არ ვიზიარებ შენ აზრს და შენ თავში მირტყი პლაკატი. ვიღაცამ გაიზიარა, გაუხარდა, მაგრამ ვიღაცამ ხო არ გაიზიარა. ამ ხაზის დარღვევას მე ვდარდობ. სხვა რა დაშავდა. თქვა თავის აზრი, გაიარა და კანონი მაინც მივიღეთ. დარჩა ეს პლაკატი ხელში" ამბობს წულუკიანი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი