ორშაბათს უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ მათ წარმატებით დაარტყეს რუსულ S-300-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემას დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე.
"მშვენივრად იწვის. ეს არის რუსული S-300. რუსეთის ტერიტორიაზე. მტრის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენების ნებართვიდან პირველი დღეები", - დაწერა ვიცე-პრემიერმა, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა და სოციალურ ქსელში ფოტოც გაავრცელა.
მას არ დაუკონკრეტებია დარტყმისთვის კონკრეტულად რა ტიპის იარაღი გამოიყენეს.
გასულ კვირას უკრაინის არაერთმა მოკავშირემ განაცხადა, რომ კიევს შეუძლია გამოიყენოს მათ მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე დატყმებისთვის და თავის დასაცავად.