ზელენსკი 6 ივნისს საფრანგეთში ჩავა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 6 ივნისს საფრანგეთში ჩავა - როგორც პრეზიდენტ მაკრონის ადმინისტრაცია წერს, მაკრონი ზელენსკის ელისეის სასახლეში მიიღებს, რომ განიხილოს  "უკრაინის საჭიროებები" რუსული სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე. 

"იმ დროს, როდესაც რუსეთის თავდასხმები სტაბილურად ძლიერდება ფრონტის ხაზზე და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ორი პრეზიდენტი განიხილავს ადგილზე არსებულ ვითარებას და უკრაინის საჭიროებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, სხვა საკითხებთან ერთად, დისკუსიები იქნება "უკრაინის მხარდასაჭერი კონფერენციის გაგრძელებაზე. 

ცნობისთვის, მაკრონმა ზელენსკის ვიზიტი გასულ კვირას გამოაცხადა, თუმცა უკრაინულ მხარეს ეს ჯერ არ დაუდასტურებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი