"პროტესტებზე პასუხად, ქართული რეჟიმი სტალინის ერის აღდგენას ცდილობს... დაშინება და მუქარა ყოველდღიური მოვლენაა" | ნატალი საბანაძის მიმართვა კონგრესში

გამოქვეყნდა:

"პროტესტებზე პასუხად, ქართული რეჟიმი სტალინის ერის აღდგენას ცდილობს... დაშინება, მუქარა გახლავთ ყოველდღიური მოვლენა", - ამის შესახებ კონგრესში, საქართველოს შესახებ მოსმენაზე, სადაც MEGOBARI აქტი განიხილება, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე საუბრობს.

"საქართველო, თუ თავს გრძნობს თავისუფალ ქვეყნად, იგი არის დაუმორჩილებლობის, სახალხო პროტესტის შედეგი და ამ პროტესტებზე პასუხად ქართული რეჟიმი, სტალინის ერის აღდგენას ცდილობს. ეძებს გლობალურად მტრებს. დაშინება, მუქარა, მათი ყოველდღიური მოვლენაა. დღევანდელ ქართულ დემოკრატიაში, დემოკრატიის განადგურება ხდება პარლამენტის მიერ და უმრავლესობის მხრიდან ხდება დემოკრატიის ძირის გამოთხრა იმ კანონების მიღებით, რომელიც გულისხმობს გამჭვირვალეობას ეს არის დარტყმა საქართველოს ხანგრძლივი სურვილის, რომ გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი.

საქართველოს მეგობრები არიან წარმოდგენილები როგორც მტრები, რომ ჩაითრიონ საქართველო ომში. ქართველი ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს აქტი კიდევ უფრო გააღრმავებს ევროპულ ინტეგრაციას და არა უკან დახევს მას. ვსაუბრობთ მრავალ საერთაშორისო პარტნიორებთან და ეუთო/ოდირის შეფასება არის ძალიან მაღალი, ძალიან უარყოფითი ამათთან დაკავშირებით, თუმცა ქართველი მმართველები კი აცხადებენ, რომ მათ არ სმენიათ არცერთი ვალიდური არგუმენტი მათი პოზიციის წინააღმდეგ.

მიდის დიალოგი ყრუებთან, ასე შეიძლება დავარქვათ. დეპოლარიზაციის მოთხოვნა, ოპონენტებთან ბრძოლის შეწყვეტა, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. არამხოლოდ ფიზიკური ძალადობით მიიღწევა მათი მიზნები, ამიტომ ტექნიკური ძალადობის და კანონიერი ძალადობის თვალსაზრისით... ფერადი რევოლუციები შერაცხულია, როგორც უცხოელი აგენტების, უცხოური ქვეყნების და საქართველოს მთავრობა იბრძვის მშვიდობისთვის, ომში ჩათრევის წინააღმდეგ და რუსეთი იბრძვის, რომ საქართველო გადაიყვანოს დასავლური ორბიტიდან", - ამბობს ნატალია საბანაძე

განხილვის ინიციატორი ჰელსინკის კომისიაა და მსჯელობა საქართველოში არსებულ ვითარებასა და რუსული კანონიდან მომდინარე საფრთხეებს შეეხება. 

დღევანდელ მოსმენაში ასევე მონაწილეობენ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი და ფონდ "ღია საზოგადოების" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ივანე ჩხიკვაძე.

შეგახსენებთ, რომ MEGOBARI აქტის ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი, 
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი