"საქართველომ უნდა დაინახოს რუსეთი, როგორც ყველაზე დიდი საფრთხე... ქვეყანას დემოკრატიული მომავალი არ უნდა წაერთვას" | უილიამ კორტნი

გამოქვეყნდა:

"საქართველომ უნდა დაინახოს რუსეთი, როგორც ყველაზე დიდი საფრთხე... ქვეყანას დემოკრატიული მომავალი არ უნდა წაერთვას", - ამის შესახებ კონგრესში, საქართველოს შესახებ მოსმენაზე, სადაც MEGOBARI აქტი განიხილება, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი საუბრობს.

მიმდინარე კანონმდებლობამ შეიძლება, აგენტების კანონმა გამოიწვია უზარმაზარი საზოგადოებრივი პროტესტი. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ებღაუჭება თავის ხელისუფლებას. გადამწყვეტი იქნება საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში. ღირებულებებზე დამყარებული ურთიერთობა არსებობდა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ამჟამად ამას ძირი გამოეთხრება, ურთიერთობები გაუარესდება თუ მოხდება მანიპულაციები 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, თუ მოხდება კანდიდატების დისკვალიფიკაცია. "ქართულმა ოცნებამ" შეიძლება ასევე გამოაცხადოს სხვადასხვა ორგანიზაცია არამისაღებად. მაგალითად, მიდის ბრძოლა სააკაშვილის პარტიის წინააღმდეგ...

საქართველომ უნდა დაინახოს რუსეთი როგორც ყველაზე დიდი საფრთხე ეს მოახდენს საქართველოს მომავალზე გალენას. უნდა გავითავლისწინოთ რომ საქართველოს ტერიტორიის 1/5 ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველოს არ უნდა წაერთვას დემოკრატიული მომავალი და დასავლეთს არ უნდა ჰქონდეს შეფერხება მხარი დაუჭროს მას ამაში, - აცხადებს კორტნი. 

განხილვის ინიციატორი ჰელსინკის კომისიაა და მსჯელობა საქართველოში არსებულ ვითარებასა და რუსული კანონიდან მომდინარე საფრთხეებს შეეხება. 

დღევანდელ მოსმენაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე და ფონდ "ღია საზოგადოების" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ივანე ჩხიკვაძე.

შეგახსენებთ, რომ MEGOBARI აქტის ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი, 
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი