"ინდივიდუალური [სანქციები] უნდა იყოს... არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, შვილებს აშშ-ში ასწავლონ", - ამის შესახებ კონგრესში, საქართველოს შესახებ მოსმენაზე, სადაც MEGOBARI აქტი განიხილება, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე საუბრობს.
ინდივიდუალური [სანქციები] უნდა იყოს მათ წინააღმდეგ, ვინც ამაზე [რუსულ კანონზე] პასუხს აგებენ. მაგალითად, არ ჰქონდეთ საშუალება, თავიანთ შვილებს აშშ-ის ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში ასწავლონ, ასევე, სხვა მიმართულებებით...
თუმცა, ეს სამოქალაქო სექტორზე, საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც ამ დემოკრატიული მიმართულების მხარდამჭერია, არ უნდა აისახოს. ასევე, არჩევნების თემა - ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე ხანგრძლივი დაკვირვება, - ამბობს საბანაძე.
განხილვის ინიციატორი ჰელსინკის კომისიაა და მსჯელობა საქართველოში არსებულ ვითარებასა და რუსული კანონიდან მომდინარე საფრთხეებს შეეხება.
დღევანდელ მოსმენაში ასევე მონაწილეობენ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი და ფონდ "ღია საზოგადოების" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ივანე ჩხიკვაძე.
შეგახსენებთ, რომ MEGOBARI აქტის ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი,
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.
იხილეთ ასევე: