"ვაპირებ შევიტანო განცხადება ცრუ დასმენის შესახებ" | გამოკითხეს მოქალაქე, რომელსაც წილოსანი "ადევნებაში" ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

მოქალაქე, რომელსაც ნინო წილოსანი "ადევნებაში" ადანაშაულებს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. 

კუპრავა აპირებს ნინო წილოსანის წინააღმდეგ ცრუ დასმენის შესახებ შეიტანოს განცხადება:

"კითხვები იყო ჩემი მანქანის შესახებ. რა მანქანაა, რა სერიული ნომერი აქ, რატომ ვიყავი. მე მათ განვუმარტე, რომ მყავს არაერთი მოწმე, რომელიც დაადასტურებს საჭიროების შემთხვევაში, რო მე ამ ობიექტზე თითქმის ყოველდღიურად დავდივარ და ვაკითხავ ჩემს მეუღლეს

ბროლა გრძელდება ბოლომდე. მე ვაპირებ შევიტანო განცხადება ცრუ დასმენის შესახებ. მიუხედავად იმის, რომ არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ვინმე ნინო წილოსანს პასუხს მოსთხოვს, ან საყვედურს მაინც ეტყვის, რომ არ შეიძლება ესე დააბრალო მოქალაქეს ის, რაც მან მე დამაბრალა." აღნიშნა გამოკითხვის შემდეგ კუპრავამ

მისი თქმით, გამოძიებას მკაფიოდ აუხსნა, რომ იმ ტერიტორიაზე უკვე 2 წელია ყოველდღიურად გადაადგილდება და მას შემდეგ რაც  დაინახა, როგორ აძლევდა ინტერვიუს "ოცნების" დეპუტატი პარტიულ ტელევიზიას, დაუსიგნალა და დაუძახა - მონა.

ამის შემდეგ წილოსანმა კუპრავას შინაგან საქმეთა სამინისტროში  უჩივლა და ამტკიცებს, რომ მის მიმართ ადგილი აქვს ადევნებას. გომელაურის სამინისტრომაც გამოძიება მყისიერად დაიწყო და "დაზარალებული" წილოსანიც მალევე გამოკითხა. შსს-დან გამოსულმა დეპუტატმა კი აღნიშნა, რომ "ეს იყო ადევნების კლასიკური შემთხვევა და იძულებულია საცხოვრებელი შეიცვალოს". წილოსანის შემდეგ, შსს-მ კუპრავა დაიბარა, თუმცა მან პოლიციაში მისვლაზე უარი განაცხადა და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა გამოკითხვა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი