უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთის არმიის მიერ გაშვებული 18 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 17 ჩამოაგდეს.
გარდა ამისა, საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის არმიამ ღამით დნეპროპეტროვსკის რაიონს ორი "ისკანდერ-მ" ტიპის ბალისტიკური რაკეტით დარტყა. რაკეტები არ ჩამოუგდიათ.
ცნობილია, რომ რუსეთის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად ხმელინცკის ოლქში, ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლი არ არის.
დნეპროპეტროვსკის ოლქში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, ნიკოპოლში დააზიანა ინფრასტრუქტურული ობიექტი, ცხრასართულიანი შენობა და 3 კერძო სახლი, ასევე, დრონით დარტყმა იყო ავტობუსზე, დაშავდა 4 ადამიანი.