"უკრაინას ზურგს არ ვაქცევთ... ჩვენ არ დავნებდებით" | აშშ-ის მხარდაჭერა და ომის ახალი ეტაპი უკრაინაში

გამოქვეყნდა:

"უკრაინას ზურგს არ ვაქცევთ... ჩვენ არ დავნებდებით, რადგან დიქტატორებისთვის დათმობა მიუღებელია", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზდიენტი საუბრობს და უკრაინასთან დაკავშირებით კიდევ ერთ ხმაურიან განაცხადებას აკეთებს. ბაიდენის თქმით, NATO, აშშ და 50 ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია უკრაინის გვერდით მტკიცედ დგას. განცხადება ბაიდენმა ნორმანდიაში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა დესანტის გადასხმის 80 წლისთავი აღნიშნება.

ბრძოლა დიქტატურასა და თავისუფლებას შორის არასდროს მთავრდება და ჩვენ ამას ვხედავთ აქ, ევროპაში. ამის ნათელი მაგალითი არის უკრაინა, სადაც შეიჭრა ტირანი. უკრაინელები იბრძვიან მამაცურად, განიცდიან დიდ დანაკარგებს, მაგრამ არასდროს ნებდებიან. თავად რუსეთი განიცდის დიდ დანაკარგებს. 350 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა, თითქმის ერთმა მილიონმა ადამიანმა დატოვა რუსეთი, რადგან იქ მომავალს ვეღარ ხედავენ. აშშ, NATO და 50-ზე მეტი ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია უკრაინის გვერდით მტკიცედ დგანან. ჩვენ უკრაინას ზურგს არ ვაქცევთ. თუ ჩვენ ამას ვიზამთ, უკრაინას რუსეთი დაიმორჩილებს და შემდეგ მისი მეზობლები იქნებიან საფრთხეში, მთელი ევროპა იქნება საფრთხეში და ეჭვი არავის შეეპაროს, რომ მთელი მსოფლიოს ავტოკრატები აკვირდებიან ამ მოვლენებს ყურადღებით. ჩვენ არ დავნებდებით, რადგან დიქტატორებისთვის დათმობა მიუღებელია, - განაცხადა ბაიდენმა. 

80 წლის თავზე ჩვენ მადლობას ვეუბნებით ახალგაზრდა ამერიკელებს, რომლებიც ამ სანაპიროზე გადმოსხდნენ, გაათავისუფლეს საფრანგეთი, წვლილი შეიტანეს ამ კონტინენტის გათავისუფლებაში ნაცისტური ტირანიისგან და ჩაუყარეს საფუძველი უფრო სამართლიან, თავისუფალ და ღირსეულ სამყაროს. ამიტომ, ჩვენი მადლიერება არასდროს გაცვდება, გმირების სახელები დავიწყებას არასდროს მიეცემა და ჩვენი სიმტკიცე არასდროს შესუსტდება. ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით მსოფლიოსთვის, სადაც აგრესია იქნება ცოდვა, სადაც ადამიანის უფლებები წმინდაა და სადაც ყველა ადამიანი იქნება თავისუფალი. ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ომისშემდგომი წესები, რომლებიც ჩვენ გვიცავს. ისტორიის ამ მონაკვეთში ჩვენ ისევ უნდა ვიდგეთ მტკიცედ აგრესიისა და ტირანიის წინაამდეგ, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

პარალელურად, პარიზში უკვე ჩავიდა ვოლოდიმერ ზელენსკი. მთელი მსოლფიოს ყურადღება ახლა ელისეს სასახლისკენაა მიმართული, რადგან ამ ვიზიტამდე რამდენიმე კვირით ადრე ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა უკრაინაში ფრანგი ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობა.  

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი