პუტინი ისევ იმუქრება. რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენების ნებართვის გაცემის შემდეგ კრემლის ლიდერმა ომის არეალის მასშტაბური გაფართოება დააანონსა. პუტინის შანტაჟს უკვე მოჰყვა უკრაინის მთავარი მოკავშირე სახელმწიფოს პასუხი, რომ ამერიკა უკან არ დაიხევს და ომში მყოფ ქვეყანას გამარჯვებამდე დაუჭერენ მხარს. შეერთებული შტატების ლიდერემა ასევე განმარტა, რომ ოფიციალურს კიევს რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენების არეალი შეზღუდული აქვს და იერიშს ქვეყნის სიღრმეში ვერ მიიტანენ. ჯო ბაიდენმა ეს განცხადება საფრანგეთში გააკეთა, სადაც უახლოეს საათებში ამერიკის, უკრაინისა და მასპინძელი ქვეყნის პირველი პირების პირისპირ შეხვედრა უნდა გაიმართოს.