რუსეთის მიერ გაშვებული 53 "შაჰიდიდან" 48 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 53 "შაჰიდის" ტიპის დრონითა და რაკეტებით შეუტია. უწყების ცნობით, მათ 48 დრონი ჩამოაგდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონები ჩამოაგდეს დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიას, კიროვოგრადის, მიკოლაივის, ხერსონის, ოდესის, ხარკოვის, კიევის და ხმელნიცკის რაიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი