მაკრონმა და ზელენსკიმ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის დაფინანსების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

გამოქვეყნდა:

ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის დაფინანსების შესახებ შეთანხმება გააფორმეს - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზში, უკრაინელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინის აღდგენისთვის ახალი ინსტრუმენტები შეიქმნება. 

"ხელშეკრულება გაფორმდა 200 მილიონი ევროს ოდენობის ფონდზე, რომელიც უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენადაა განკუთვნილი. ასევე გადავწყვიტეთ, რომ ამ ფონდიდან 60 მილიონი ევრო ენერგეტიკულ სექტორს და მის პრიორიტეტებს დაეთმობა“, - განაცხადა მაკრონმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი