"დეა კაპანაძემ იცის ყველაფერი" - საგამოძიებო ექსპერიმენტი ​"ვილა ალგეთის" ტერიტორიაზე

გამოქვეყნდა:

გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი "ვილა ალგეთის" ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტს იწყებს. არსებული ინფორმაციით, ადგილზე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები უკვე მივიდნენ.

საკალმახესთან რაიმე სახის კავშირს და ინტერესებს უარყოფს უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. ერთ - ერთი ვერსიით, საკალმახესთან მისი ინტერესებიც იკვეთებოდა.

არ მსმენია, მის მფლობელებს არ ვიცნობ, ვერაფერს გეტყვით, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

საკალმახე ალგეთის ტერიტორიაზე ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები 11 სექტემბერს იმყოფებოდნენ, მათი ინფორმაციით, ადგილზე ბევრი საეჭვო დეტალია. ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ ეს არის ტერიტორია "შავ-ბნელი საქმეებისთის".

საეჭვო დეტალი ისაა, რომ საერთოდ ვერ იფიქრებ, რომ იქ შეიძლება ვილა იდგეს, ისეთი მიყრუებული ადგილია და იდეალურია შავ-ბნელი საქმეების შესასრულებლად. მე არაფერს არ ვამტკიცებ, რომ იქ მოხდა ჩემი შვილის მკვლელობა, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ კავშირში იყოს, - ამბობს თეონა თამაზაშვილი.

თამარის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ითხოვს, რომ თამარის მეგობარი, დეა კაპანაძე გამოძიებამ სასწრაფოდ დაკითხოს და მას ქვეყნის დატოვების საშუალება არ მისცეს.

კაპანაძემ იცის ყველაფერი, დეამ იცის ყველაფერი. აქამდე სხვანაირად ვფიქრობდი, მაგრამ ციხე შიგნიდან ტყდება. დაკითხეთ დეა, მე ერთი რამე მაინტერესებს, გამოდის ტყუილებს ლაპარაკობს, ათასჯერ დავიბარე, არ მოვიდა, - ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

ალგეთის ტერიოტირაზე აღმოჩენილია იმ პრეპარატის ანოტაცია, მიხეილ რამიშვილმა თბილისში ჩამოიტანა. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ საქმის პროკურორმა აღნიშნა, რომ ეს ანოტაცია საქმეში ნივთმტკიცებად ჩაიდო და იმის მიუხედავად, რომ არცერთი მოწმე არ ადასტურებს ბაჩალიაშვილის ალგეთში ყოფნას ადვოკატები ამბობენ, რომ გამოძიებამ ყველა ვერსიაზე უნდა იმუშაოს.

ცნობისთვის, "ქრონიკა +"-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ლოკაცია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს ბაჩალიაშვილის ადვოკატმა თქვა, რომ სატელიტის კადრებში, 19 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ დგას იქ, სადაც ის რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 22 ივლისს კი ის საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი ნახეს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი