ბაიდენმა და მაკრონმა გაყინული რუსული აქტივების მოგების უკრაინისთვის გამოყენებას მხარი დაუჭირეს

გამოქვეყნდა:

აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების გამოყენებას დაუჭირეს მხარი. პრეზიდენტებმა ამის შესახებ პარიზში გამართულ მოლაპარაკებებზე ისაუბრეს, რომლის შესახებაც ინფორმაცია თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"პრეზიდენტებმა განიხილეს უკრაინის მხარდასაჭერად დამატებითი ვარიანტები. ამ ომში საფრთხე ემუქრება მთლიანად ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. საფრანგეთი და შეერთებული შტატები თავმჯდომარეები არიან უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის საარტილერიო კოალიციაში და აპირებენ ახალი ნაბიჯების გადადგმას უკრაინას საჭირო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, მიმდინარე ფაზაში და გრძელვადიან პერსპექტივაში. საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს კვლავ გადაწყვეტილი აქვთ გააქარწყლონ ყოველგვარი მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ დრო რუსეთის მხარესაა. პრეზიდენტები იღებენ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ EU-ისა და G7-ის ძალისხმევას, რათა გამოიყენონ მოგება რუსეთის იმობილიზებული სუვერენული აქტივებიდან უკრაინის საკეთილდღეოდ, საერთაშორისო სამართლისა და ჩვენი შესაბამისი სამართლებრივი სისტემებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესების შესაბამისად," - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი