უკრაინის დაზვერვის ცნობით, ომის მიმდინარეობისას პირველად, რუსეთის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური გამანადგურებელი Su-57 ააფეთქეს. იერიში გუშინ, 8 ივნისს, ასტრახანის ოლქში, უკრაინის ომის ზონიდან 589 კილომეტრის დაშორებით განხორციელდა.
ავიაგამანადგურებლის აფეთქების კვალი დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ, სატელიტის მიერ 7-8 ივნისს გადაღებულ ფოტოებში ჩანს.