უკრაინამ ევროკავშირთან უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"უკრაინის პრეზიდენტისა და პრეზიდენტის აპარატის უფროსის დავალებით, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში, ჩარლზ ფრიზთან EU-ის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართა," - წერია განცხადებაში.
ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული მოლაპარაკებები G7-ის უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივი დეკლარაციის განხორციელებასა და უკრაინასა და EU-ს შორის უსაფრთხოების შეთანხმების დასადებად მომზადების მორიგი ეტაპი იყო. მოლაპარაკებაზე გუნდმა საფუძვლიანად განიხილა შეთანხმების პროექტის ტექსტი და შემდგომი ქმედებებისთვის ალგორითმი დაამტკიცა.