Bloomberg: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომრად აფრიკელ სტუდენტებს გზავნის

გამოქვეყნდა:

რუსეთი აფრიკელ სტუდენტებს უკრაინის წინააღმდეგ საომრად აგზავნის - ინორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg ავრცელებს და წერს, რომ ყველას, ვინც მათ კონტრაქტორებად შეუერთდება, რუსეთი პრემიებსა და მაღალ ხელფასს ჰპირდება.

გამოცემის ცნობითვე, რუსი ოფიციალური პირები იმუქრებიან, რომ აფრიკელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მუშაკებს ვიზებს არ გაუგრძელებენ იმ შემთხვევაში, თუ შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებაზე უარს იტყვიან.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის რუსეთში 35-37 ათასი აფრიკელი სტუდენტი სწავლობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი