დენდროლოგირი პარკი დამთვალიერებლებისთვის 15 ივლისს გაიხსნა. ფოტო და ვიდეო მასალის გავრცელების შემდეგ, სადაც კარგად ჩანს ხალხის რიგი, აქტიურად საუბრობენ, რომ აჭარაში ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთი საკონდიტრო ,,დონა'' ვერ იქნება და.
ხელისუფლების ოპონენტების ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი ცდილობს სტატისტიკის მატებაში დენდროლოგიურის შესაძლო როლი საერთოდ გამორიცხოს.
ოპოზიცია მმართველ გუნდს ორმაგ სტანდარტებშიც ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ დისკრიმინაციაა როცა ღია სივრცეში ქორწილს კრძალავ და ხალხს აჯარიმებ, მაშინ როცა მერიის ნებართვით კულტურული ღონისძიებები იმართება, სადაც შეუძლებელია ხალხის დაშვებული რაოდენობისა (200 ადამიანი) და დისტანციის კონტროლი.
9 აპრილის ბაღში, გამოფენა-გაყიდვის ჩატარებაზე ნებართვა თბილისის მერიამ გასცა. ღონისძიების ორგანიზატორები ირწმუნებოდნენ, რომ საღამოს მონაწილეებმა მათგან სპეციალური რეკომენდაციები მიიღეს, თუმცა სტუმრებმა არ დამალეს, რომ შეკრებაზე სოციალურ დისტანციას არავინ იცავდა.
ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით ოპონენტების ბრალდებებს არ იზიარებენ ხელისუფლებაში.
ოპოზიციას კითხვებს უჩენს ტესტირებაც. ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ახლა ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა დასჭირდა. ნაწილისთვის კი გაუგებარია ტესტირების მეთოდოლოგია.
ინფიცირებულთა მნიშვნელოვანი მატების გამო შეზღუდვები 10 სექტემბერიდან დაწესდა. იკრძალება ქორწილები და ქელეხები ათ კაცზე მეტის შემადგენლობით, მათ შორის ღია ცის ქვეშ, თუმცა დაშვებულია კულტურული და სპორტული ღონისძიებები, რომელსაც 200 ადამიანზე მეტი არ დაესწრება.
ეპიდვითარების კიდევ უფრო გასაკონტროლებლად ხვალიდან ლოკალური შეზღუდვები წესდება ოზურგეთში, გორსა და ახმეტაში. საგანგებო მდგომარეობის ან სრული კარანტინის გამოცხადებას ხელისუფლება ამ ეტაპზე არ აპირებს.