
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძის კორონავირუსზე განმეორებითი ტესტის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსმა საკუთარ Facebook-ზე გაავრცელა.
ხვალიდან ვუბრუნდები აქტიურ ცხოვრებას, განმეორებითი ტესტის პაუსხები უარყოფითია, - წერს გიორგი ვაშაძე.
პირველი ტესტის პასუხები გიორგი ვაშაძემ 12 სექტემბერს გაიგო. მას შემდეგ, რაც თანაგუნდელ თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, ვაშაძე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.