კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოთხშაბათს ღამით, რუსეთის ჯარებმა კიევს სხავდასხვა ტიპის იარაღით შეუტიეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მტერმა კიევს სამხრეთიდან შეუტია ფრთოსანი რაკეტებით - 101/Kh-555/Kh-55, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით.
საჰაერო თავდასხმაზე გაფრთხილების სისტემა თითქმის ორი საათი მუშაობდა. უკრაინული მხარის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს ყველა სამიზნე. რიცვი ამ ეტაპზე დაკონკრეტებული არაა.
წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.