"ხელისუფლების ქმედებები შეიძლება განიმარტოს, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე კრიტიკოსების მიმართ" | Amnesty International ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიაცია, Amnesty International ეხმაურება. ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშევი, ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკოსებზე თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს. 

"სეზიოზულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ ათობით ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ, ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებიდან რამდენიმე საათში განხორციელდა. ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთი ქმედებები ადვილად შეიძლება განიმარტოს, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ, რაც დაუსჯელი დარჩება...

ხელისუფლებამ ძალადობის ციკლი უნდა დაასრულოს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ყველა ძალადობრივი თავდასხმა და პასუხისმგებელი პირების, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, სამართლიანი სასამართლოს გზით დასჯა უზრუნველყოს", - განაცხადა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი