აშშ უკრაინასთან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას ხელს 13 ივნისს მოაწერს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და მისი კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს იტალიაში G7-ის სამიტის ფარგლებში შეხვდებიან და მოლაპარაკებებს გამართავენ, რის შემდეგაც შეთანხმებას ხელს მოაწერენ.
"შეხვედრის შემდეგ ლიდერები ხელს მოაწერენ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც იქნება ნათელი განაცხადი იმის შესახებ, რომ ჩვენი მხარდაჭერა გრძელვადიანი გარანტია იქნება ჩვენი თანამშრომლობის, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში... შეთანხმებაზე ხელმოწერით, ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ, რუსეთს სიგნალს ვუგზავნით," - განაცხადა სალივანმა.